საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ზვიად გონაძე საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ზექი ლევენთ გუმრუქჩუს შეხვდა

2.10.2017 თბილისი - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ზვიად გონაძემ შეხვედრა გამართა საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან ზექი ლევენთ გუმრუქჩუსთან.
 

შეხვედრისას მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და თურქეთს შორის საკონსულო თემატიკასთან დაკავშირებული საკითხები. მხარეებმა კმაყოფილებით აღნიშნეს საკონსულო საკითხებზე  ორი ქვეყნის შესაბამის სტრუქტურებს შორის წარმატებული თანამშრომლობა.თურქეთის მხარემ ქართულ მხარეს შესთავაზა 2017 წლის ბოლომდე ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის საკონსულო კონსულტაციების მორიგი რაუნდის გამართვა.