საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ბატონმა დავით ჯალაღანიამ საქართველოში ერაყის რესპუბლიკის საელჩოში გახსნილ მილოცვის წიგნში ჩანაწერი დატოვა

14.07.2017 თბილისი - 2017 წლის 14 ივლისს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, დავით ჯალაღანიამ საქართველოში ერაყის რესპუბლიკის საელჩოში ქ. მოსულის გათავისუფლებისა და გამარჯვების დღის აღსანიშნავად გახსნილ მილოცვის წიგნში ჩანაწერი დატოვა.

მინისტრის მოადგილე მიესალმა ერაყის ჯარის წარმატებებს „ისილ“-ის/“დაეშ“-ის (ისლამური სახელმწიფო ერაყსა და ლევანტში) წინააღმდეგ ბრძოლაში და მიულოცა ერაყელ  ხალხს მიმდინარე წლის 10 ივლისს ქ. მოსულის გათავისუფლება ტერორისტებისგან. ამასთან, აღნიშნა, რომ საქართველო გმობს ტერორიზმის ნებისმიერ გამოვლინებას და მხარს უჭერს ერაყის მთავრობის ძალისხმევას ქვეყანაში სტაბილურობის გასამყარებლად.