საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ხვთისიაშვილმა შეხვედრა გამართა რუმინეთის სახელმწიფო მდივანთან რეგიონულ და მრავალმხრივ საკითხებში, დან ნეკულაესკუსთან

2018 წლის 14 დეკემბერს ქ. ბაქოში გამართული შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის (BSEC) საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს 39-ე სხდომის შემდეგ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე ხვთისიაშვილმა გამართა შეხვედრა რუმინეთის სახელმწიფო მდივანთან რეგიონულ და მრავალმხრივ საკითხებში, ბატონ დან ნეკულაესკუსთან.
 
შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და რუმინეთს შორის ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს. განხილულ იქნა ერთობლივი რეგიონული სატრანსპორტო ინიციატივები, რომლებიც ხელს შეუწყობენ რეგიონის ქვეყნებს შორის სატრანზიტო პოტენციალის შემდგომ განვითარებას.