საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ხათუნა თოთლაძემ მარა მარინაკისთან გამართა შეხვედრა

16.06.2017 თბილისი - ​საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ხათუნა თოთლაძე თბილისში ვიზიტით მყოფ გენდერისა და გაერო-ს უშიშროების საბჭოს N1325 რეზოლუციის იმპლემენტაციის საკითხებზე ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის მთავარ მრჩეველს, მარა მარინაკისს შეხვდა. 

შეხვედრის ფარგლებში, განხილულ იქნა საქართველოში გენდერული თანასწორობასა და კონფლიქტების დარეგულირების პროცესში ქალთა მონაწილეობასთან დაკავშირებულ საკითხები, ასევე საუბარი შეეხო საქართველოში მიმდინარე განვითარებებს და ადამიანის უფლებების მხრივ, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობას. 

საუბრისას, მარა მარინაკიმ აღნიშნა, რომ საქართველომ მიაღწია შესამჩნევ პროგრესს გენდერული თანასწორობის კუთხით და ამ თვალსაზრისით, საქართველოს რეგიონში გამორჩეული ადგილი უკავია. აქვე ითქვა, რომ ევროკავშირი დაეხმარება საქართველოს იმ სირთულეებისა და პრობლემების დაძლევაში, რომლებიც ჯერ კიდევ არსებობს. 

თავის მხრივ, შეხვედრისას, ხათუნა თოთლაძემ მიმოიხილა ადამიანის უფლებათა განმტკიცების კონტექსტში განხორციელებული რეფორმები და განაცხადა, რომ სახელმწიფოს მხრიდან არის სრული მზაობა, რათა ევროკავშირთან ერთად, გაგრძელდეს აქტიური მუშაობა გენდერული თანასწორობისა საკითხებზე.