საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვახტანგ მახარობლიშვილმა შვედეთის საელჩოში სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა

13.04.2017, თბილისი - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ვახტანგ მახარობლიშვილი, საქართველოში შვედეთის სამეფოს საელჩოს ეწვია, სადაც 2017 წლის 7 აპრილს ქ. სტოკჰოლმში მომხდარ ტერორისტულ აქტთან დაკავშირებით გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ღრმა მწუხარება გამოთქვა მომხდარის  გამო და მიუსამძიმრა დაღუპულთა ოჯახებსა და შვედეთის მთავრობას.
 
2017 წლის 7 აპრილს, ქ. სტოკჰომის ქალაქის ცენტრალურ უბანში მდებარე სავაჭრო ცენტრში თავდასხმა მოხდა, სადაც თავდამსხმელი სატვირთო მანქანით შეიჭრა. შემთხვევის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაიღუპა და დაშავდა.