საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის დავით დონდუას შეხვედრა გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივ წარმომადგენელთან საქართველოში ნილს სკოტთან

22.05.2017, თბილისი - 2017 წლის 22 მაისს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუა საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივ წარმომადგენელს ნილს სკოტს შეხვდა. შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარების შესახებ და კონფლიქტის დარეგულირების პროცესში საქართველოსა და გაეროს თანამშრომლობასთან დაკავშირებულ საკითხებზე. მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს იმ პროგრამებზე, რომლებიც გაეროს განვითარების პროგრამის მიერ ხორციელდება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობისთვის ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით. მხარეები სამომავლო თანამშრომლობის გეგმებზე შეთანხმდნენ.