საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გიორგი შარვაშიძის შეხვედრა საქართველოში კანადის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან კრისტოფერ კუტერთან

23.02.2018 ქ. თბილისი - ​საგარეო საქმეთა სამინისტროში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიორგი შარვაშიძე შეხვდა საქართველოში კანადის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს (რეზიდენციით ქ. ანკარა) კრისტოფერ კუტერს. 

შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის არსებულ პარტნიორულ ურთიერთობებსა  და სამომავლო თანმშრომლობის გეგმებზე. მხარეებმა მიმოიხილეს ორმხრივი თანმშრომლობის სხვადასხვა მიმართულება და ხაზი გაუსვეს სავაჭრო და ბიზნეს ურთიერთობების გააქტიურების მნიშვნელობას. ყურადღება დაეთმო ასევე მჭიდრო თანამშრომლობას თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში.

შეხვედრის ფარგლებში ასევე განხილული იქნა მრავალმხრივ ფორმატებში არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობა. მხარეები შეთანხმდნენ ქმედებების კოორდინაციაზე მრავალმხრივი დღის წესრიგის პრიორიტეტულ საკითხებთან მიმართებაში.

შეხვედრის დასასრულს, მხარეები შეთანხმდნენ, აქტიური მუშაობა განაგრძონ ორ ქვეყანას შორის არსებული პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავებისთვის.