საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი კატარის სახელმწიფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს გენერალურ მდივანს აჰმად ჰასან ალ-ჰამადის შეხვდა

14.08.2017 თბილისი - ​საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით ზალკალიანმა შეხვედრა გამართა საქართველოში ვიზიტად მყოფ კატარის სახელმწიფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს გენერალურ მდივანთან აჰმად ჰასან ალ-ჰამადისთან.

შეხვედრისას მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და კატარის  ურთიერთობების განვითარების პერსპექტივები. მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელობაზე. ხაზი გაესვა ორმხრივი ურთიერთობების პოზიტიური დინამიკის შენარჩუნებისა და შემდგომი გაღრმავების მიზანშეწონილობას.

კატარის მხარემ  მინისტრის პირველ მოადგილეს მიაწოდა დეტალური ინფორმაცია  ყურის რეგიონში, კერძოდ კატართან დაკავშირებით შექმნილი სიტუაციის შესახებ. აღინიშნა კატარში, და მთლიანად ყურის ქვეყნებში, სტაბილურობის შენარჩუნების მნიშვნელობა.

ვიზიტის ფარგლებში კატარის საგარეო საქმეთა სამინისტროს გენერალური მდივანი შეხვედრებს გამართავს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან.