საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე სამხრეთ კავკასიაში წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებათა საერთაშორისო ფედერაციის წარმომადგენელს შეხვდა

02.02.2018, თბილისი - 2018 წლის 2 თებერვალს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, დავით ზალკალიანმა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებათა საერთაშორისო ფედერაციის ახლადდანიშნულ წარმომადგენელთან სამხრეთ კავკასიაში, მაქს სანტნერთან.

 შეხვედრაზე დადებითად  აღნიშნა, რომ რამდენიმე წლიანი პაუზის შემდეგ, წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებას კვლავ ჰყავს თავისი წარმომადგენლობა საქართველოში. მხარეებმა ისაუბრეს  სამომავლო გეგმებზე და  შეთანხმდნენ მჭიდრო და კოორდინირებულ თანამშრომლობაზე.