საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი საქართველოში გაერო-ს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენელს ლაილა გადს შეხვდა

20.02.2018 თბილისი - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე,  დავით ზალკალიანი საქართველოში გაერო-ს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენელს, ლაილა გადს შეხვდა.

მხარეებმა საქართველოს მთავრობის მიერ ადამიანის უფლებების დაცვის უზრუნველყოფის მიზნით განხორციელებულ რეფორმებზე ისაუბრეს. ყურადღება გამახვილდა ბავშვთა უფლებებისა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებთან დაკავშირებულ მდგომარეობაზე და ხაზი გაესვა ამ კუთხით საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობას.

შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო  სამომავლო გეგმებს.