საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი ოფიციალური ვიზიტი უზბეკეთის რესპუბლიკაში

11.09.2019 - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი 11-13 სექტემბერს უზბეკეთის რესპუბლიკას ეწვევა. ვიზიტის ფარგლებში საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვედრას გამართავს უზბეკეთის რესპუბლიკის  ვიცე-პრემიერთან  აზიზ აბდუხაკიმოვთან,  საგარეო უწყების ხელმძღვანელთან აბულაზიზ კამილოვთან და  უზბეკეთის რესპუბლიკის ოლი მეჯლისის სენატის თავმჯდომარის პირველ მოადგილესთან სოდიკ საფოევთან
 
ვიზიტის ფარგლებში მინისტრი მონაწილეობას მიიღებს საქართველო-უზბეკეთის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლის იუბილესთან დაკავშირებულ ღონისძიებაში.
 
აღსანიშნავია, რომ საიუბილეო თარიღთან და საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან  დაკავშირებით უზბეკეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით ქ. ტაშკენტში  გაიმართება მასშტაბური კულტურული ღონისძიება  საქართველოს ხელოვნების სფეროს მოღვაწეების მონაწილეობით. ღონისძიებაზე მიწვეულნი არიან უზბეკეთის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფების წარმომადგენელები, უზბეკეთში აკრედიტებული დიპლომატური კორპუსი, საქართველოს პარლამენტის წევრები, უზბეკეთის კულტურისა და ბიზნეს წრეების წარმომადგენლები.