საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით ზალკალიანმა ირანის საელჩოში სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა

9.06.2017, თბილისი - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, დავით ზალკალიანმა, საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში 2017 წლის 7 ივნისს ქ. თეირანში მომხდარ ტერორისტულ აქტთან დაკავშირებით ჩანაწერი გააკეთა. 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ ღრმა მწუხარება გამოთქვა თეირანში მომხდარი ტერაქტის გამო და მიუსამძიმრა დაღუპულთა ოჯახებსა და ირანის მთავრობას.

2017 წლის 7 ივნისს, ქ. თეირანის პარლამენტში შეიარაღებული პირები შეიჭრნენ და ცეცხლი გახსნეს, რის პარალელურადაც, სამხრეთ თეირანში, იმამ ხომეინის მავზოლეუმზე მოხდა თავდასხმა. შემთხვევის შედეგად ათობით ადამიანი დაიღუპა და დაშავდა.