საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა საქართველოში (რეზიდენციით ბაქოში) მოლდოვის რესპუბლიკის ელჩთან, გეორგე ლეუკასთან

10.12.2019 ქ. თბილისი - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა საქართველოში (რეზიდენციით ბაქოში) მოლდოვის რესპუბლიკის ელჩთან, ბატონ გეორგე ლეუკასთან.

შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს ორმხრივი ურთიერთობების მნიშვნელოვანი საკითხები,  სამომავლო  პერსპექტივები და  მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის აქტუალური თემები. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველო და მოლდოვას თანამშრომლობაზე ორი ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის მიზნებთან დაკავშირებით. ამ მხრივ,  შეხვედრაზე მხარეებმა ხაზი გაუსვეს 2019 წლის 5 დეკემბერს, ბრატისლავაში ხელმოწერილი ერთობლივი განცხადების მნიშვნელობას ევროკავშირთან სამი ასოცირებული ქვეყნის (საქართველო, უკრაინა, მოლდოვა) ევროპული ინტეგრაციის შესახებ.

შეხვედრის დასასრულს დავით ზალკალიანმა მადლობა გადაუხადა ელჩს საქართველოში  დიპლომატიური მისიის განმავლობაში გაწეული მნიშვნელოვანი ძალისხმევისთვის და წარმატება უსურვა  მომავალ საქმიანობაში.