საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა შეხვედრა გამართა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელთან, კარლ ჰარცელთან

17.10.2018 ქ. თბილისი-  საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა შეხვედრა გამართა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელთან, კარლ ჰარცელთან.
 
შეხვედრაზე დადებითად შეფასდა საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის არსებული დინამიკა. მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს მომავალში ორმხრივი თანამშრომლობის კონტექსტში დაგეგმილ ღონისძიებებზე და ხაზი გაუსვეს ინტენსიური თანამშრომლობის მნიშვნელობას მათი ეფექტიანი უზრუნველყოფისათვის.
 
მინისტრმა დადებითად შეაფასა 2018 წლის, 15 ოქტომბერს ლუქსემბურგში  გამართული  ,,აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მინისტერიალი და ხაზი გაუსვა ,,აღმოსავლეთ პარტნიორობის“ პოლიტიკის სამომავლო მიზნების დასახვის აუცილებლობას.
 
მხარეებმა ასევე ისაუბრეს საქართველო-ევროკავშირის სტრატეგიული უსაფრთხოების დიალოგის შეხვედრაზე, რომელიც მიმდინარე წლის 23 ოქტომბერს არის დაგეგმილი, ასევე საქართველო - ევროკავშირის მაღალი დონის ფორმატის შეხვედრაზე, რომელიც წელს პირველად გაიმართება 21 ნოემბერს, ბრიუსელში, საქართველოს პრემიერ-მინისტრის და ევროკომისიის პრეზიდენტის ხელმძღვანელობით.
 
მხარეებმა ხაზგასმით აღნიშნეს ზემოხსენებული ფორმატის მნიშვნელობა საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავებისათვის.


 
[Error loading the control 'Repeater', check event log for more details]

[DataConnection.HandleError]:

Query:
SELECT TOP 5 * FROM View_CONTENT_News_Joined WHERE [NodeSiteID] = @NodeSiteID AND ((CategoryId=) AND (DocumentID != '19631')) AND ([Published] = @Published AND (NodeAliasPath LIKE N'/News/%') AND [DocumentCulture] = @DocumentCulture) ORDER BY NewsReleaseDate DESC

Caused exception:
Incorrect syntax near ')'.