საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო

09.04.2019 თბილისი- 9 აპრილის ტრაგედიიდან 30 წელი შესრულდა. საქართველოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა და სამინისტროს  ხელმძღვანელმა პირებმა. მათ გვირგვინით შეამკეს 9 აპრილის მემორიალი. 

„ქედს ვიხრი მათი ხსოვნის წინაშე და ვფიქრობ, რომ ჩვენ როგორც არასდროს, ისე დღეს, დღევანდელი გამოწვევების წინაშე გამკლავების თვალსაზრისით გვჭირდება ერთიანობა, კონსოლიდაცია და სწორედ ეს იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი თავისუფლების მოპოვებისთვის , რომელიც ასე უნდოდათ იმ ადამიანებს, რომლებმაც აქ თავი გაწირეს“-განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

დავით ზალკალიანმა კიდევ ერთხელ  გაუსვა ხაზი 9 აპრილის მნიშვნელობას  და  განაცხადა, რომ ბრძოლა თავისუფლებისთვის ჯერ კიდევ არ არის დასრულებული , რადგანაც საქართველოს აქვს კიდევ დაუსრულებელი ამოცანა, იყოს ევროპის და ევროატლანტიკური სტრუქტურის სრულფასოვანი წევრი. 

„საქართველოს ისტორიაში ყოფილა მომენტები, როდესაც ერი იყო გაერთიანებული. სწორედ ასეთი მომენტი იყო 9 აპრილი. მეც მაქვს პირადი ემოციები ამ დღესთან დაკავშირებით, რადგანაც მაშინ 21 წლის სტუდენტი სწორედ აქ გახლდით ჩემს მეგობრებთან ერთად და განსაკუთრებული ემოცია მაკავშირებს ამ დღესთან. ზუსტად მაშინ დაიწყო  ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის, ბრძოლა თავისუფლებისთვის და ვფიქრობ, რომ ეს ბრძოლა თავისუფლებისთვის ჯერ კიდევ დასრულებული არ არის, რადგანაც საქართველოს აქვს კიდევ დაუსრულებელი ამოცანა, იყოს ევროპის და ევროატლანტიკური სტრუქტურის სრულფასოვანი წევრი. სწორედ აქეთკენ არის მიმართული ჩვენი მცდელობები, ჩვენი ყველა ქმედება და მართლაც ფასდაუდებელია იმ ადამიანების წვლილი, რომლებმაც თავი დასდეს აქ ზუსტად 30 წლის წინ“-განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

1989 წლის 9 აპრილის მოვლენებიდან 30 წელი შესრულდა. ამ დღეს საბჭოთა შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისში, რუსთაველის გამზირზე, მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლი მოჰყვა.

[Error loading the control 'Repeater', check event log for more details]

[DataConnection.HandleError]:

Query:
SELECT TOP 5 * FROM View_CONTENT_News_Joined WHERE [NodeSiteID] = @NodeSiteID AND ((CategoryId=) AND (DocumentID != '')) AND ([Published] = @Published AND (NodeAliasPath LIKE N'/News/%') AND [DocumentCulture] = @DocumentCulture) ORDER BY NewsReleaseDate DESC

Caused exception:
Incorrect syntax near ')'.