საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯოჯრ ბუშის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ნატო-ში გახსნილ წიგნში ჩანაწერი დატოვა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ამერიკელ ხალხს და საერთაშორისო თანამეგობრობას ამერიკის 41-ე პრეზიდენტის ჯორჯ ბუშის გარდაცვალება მიუსამძიმრა. დავით ზალკალიანმა ნატო-ს შტაბ ბინაში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა.

მინისტრმა ხაზი გაუსვა ამერიკის პრეზიდენტის მნიშვნელოვან წვლილს მსოფლიოში მშვიდობისა და სტაბილურობის დამკვიდრებაში, როგორც სამძიმრის ჩანაწერში ზაკლალიანმა აღნიშნა ჯორჯ ბუშის გარდაცვალება უდიდესი დანაკარგია არა მხოლოდ ამერიკისთთვის, არამედ მთელი თავისუფალი სამყაროსთვის.