საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ შეხვედრა გამართა საქართველოში კორეის რესპუბლიკის ელჩთან

23.02.2017 თბილისი - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე საქართველოში კორეის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს (რეზიდენციით ქ. ბაქო), კიმ ჩან-გიუს შეხვდა. 

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგში არსებული აქტუალურ საკითხები, მათ შორის მაღალი დონის ვიზიტების გამართვის შესაძლებლობები, ასევე პოლიტიკურ, სავაჭრო-ეკონომიკურ, საინვესტიციო, ტურიზმისა და კულტურის სფეროებში თანამშრომლობის მიმართულებები.

მხარეებმა მაღალი შეფასება მისცეს საქართველოში კორეული კომპანიის “K-Water“-ის საქმიანობას, რომელიც ახორციელებს ყველაზე მსხვილ ინვესტიციას საქართველოს ეკონომიკაში და აშენებს ნესკრას ჰიდროელექტროსადგურს. გამოითქვა იმედი, ქართულ ბაზარზე სხვა მსხვილი კორეული საინვესტიციო კომპანიების შემოსვლის.

განხილულ იქნა, ევროკავშირის ქვეყნებში მოღვაწე კორეული კომპანიების მსგავსად საქართველოში სხვადასხვა კორეული საწარმოების გახსნის შესაძლებლობები. მხარეები შეთანხმდნენ, რომ ამ მიმართულებებს დაეთმობა განსაკუთრებული ყურადღება.

საუბარი ასევე შეეხო ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას. აღინიშნა, ამ კუთხით არსებული დიდი პოტენციალი.

ხაზი გაესვა გაეროსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების ფორმატებში ურთიერთმხარდამჭერი პოზიციების გაზიარების მნიშვნელობას.

საუბარი, ასევე შეეხო მიმდინარე წელს საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 25 წლის იუბილესთან დაკავშირებით, როგორც სეულში ასევე თბილისში შესაბამისი ღონისძიებების გამართვის საკითხს.

კორეის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ასევე გამართა შეხვედრა საგარეო საქმეთა მინიტრის მოადგილესთან, დავით ჯალაღანიასთან.