საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ნატო-ს მტკიცე მხარდაჭერის მისიაში ჩართული ქვეყნების შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

5.12.2018 ქ. ბრიუსელი- საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის შეფასებით ავღანეთის მტკიცე მხარდაჭერის მისიაში  მონაწილეობით საქართველოს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ტრანსატლანტიკური უსაფრთოების უზრუნველყოფაში და ეს სათანადოდ არის დაფასებული პარტნიორების მხრიდან.
 
ამის შესახებ საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ნატო-ს მინისტერიალის ფარგლებში გამართული „მტკიცე მხარდაჭერის მისიაში“ მონაწილე ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის კომენტირებისას განაცხდა. „აღნიშნულ მისიაში საქართველოს მიერ შეტანილი წვლილი ფაქტობრივად თავსებადი და თანაწონადია ნატო-ს წევრი ქვეყნისა და ამას აღიარებენ ჩვენი პარტნიორები. მოგეხსენებათ ჩვენ ერთ სულ მოსახლეზე ყველაზე დიდი კონტრიბუტორი ვართ და გარდა იმისა, რომ ჩვენი სამხედროები ნატოელი პარტნიორების მხარდამხარ იბრძვიან გლობალური გამოწვევების წინაშე, ასევე ჩვენ მნიშვნელოვან მხარდაჭერას ვუჩენთ ავღანეთის შეიარაღებულ ძალებს“-განაცხადა მინისტრმა. მისი თქმით, საქართველოს ასევე   გააჩნია მნიშვნელოვანი სატრანზიტო პოტენციალი, რომელის მიმართაც  ნატო-ს მხრიდან მზარდი ინეტერსია.

ავღანეთში ნატო- მტკიცე მხარდაჭერის მისიაში საქართველო  870 სამხედრო მოსამსახურით მონაწილეობს.  ​