საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა სახელმწიფო მდივნის სპეციალურ წარმომადგენელთან რელიგიის თავისუფლების საკითხებში ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების მხრივ არსებული ვითარება განიხილა

18.07.2019 ვაშინგტონი- ​საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ვაშინგტონში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გამართა ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო დავალებათა ელჩთან რელიგიის თავისუფლების საკითხებში სამუელ ბრაუნბეკთან.
 
შეხვედრაზე ელჩმა დადებითი შეფასება მისცა და მადლობა გადაუხადა ქართულ მხარეს მინისტერიალში მონაწილეობისთვის, რომელიც მსოფლიოში რელიგიის თავისუფლების საკითხებს შეეხება.  შეხვედრაზე ხაზი გაესვა რელიგიის თავისუფლებისა და შემწყნარებლობის საკითხებში  საქართველოს მდიდარ ისტორიულ გამოცდილებას. 
 
საგანგებო დავალებათა ელჩთან შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ არსებულ რთულ ვითარებაზე, მათ შორის რელიგიის თავისუფლების შეზღუდვისა და ისტორიული რელიგიური ძეგლების დაზიანებისა და ხელყოფის ფაქტებზე. მხარეების მიესალმნენ რელიგიის თავისუფლების საკითხებში აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ყოველწლიურ ანგარიშს, სადაც საუბარია საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შემნილ მდგომარეობაზე, რაც წარმოადგენს კარგ მექანიზმს იმისათვის, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღება მიპყრობილი იქნას მოცემულ საკითხზე. 
 
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ვაშინგტონს 17-19 ივლისს სტუმრობს. დავით ზალკალიანი სახელმწიფო მდივნის მოწვევით მონაწილეობს რელიგიის თავისუფლების საკითხებთან დაკავშირებულ მინისტერიალში.