საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა საქართველოში უნგრეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი მიიღო

4.10.2018 ქ. თბილისი- საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა საქართველოში უნგრეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ვიქტორია ჰორვატი მიიღო. შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ და პარტნიორულ  ურთიერთობებს, რასაც ადასტურებს ვიზიტების გაცვლის დადებითი დინამიკა და ხშირი შეხვედრები საერთაშორისო ფორუმების ფარგლებში. აღინიშნა მიმდინარე წლის ნოემბერში, უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრის პიტერ სიიარტოს საქართველოში დაგეგმილი ვიზიტი, „თავდაცვისა და უსაფრთხოების“ ყოველწლიურ კონფერენციაში მონაწილეობის მიღების მიზნით.

ყურადღება გამახვილდა სხვადასხვა სფეროში მიმდინარე წარმატებულ ორმხრივ თანამშრომლობაზე. მინისტრმა განსაკუთრებული მადლიერებით აღნიშნა უნგრეთის მთავრობის სასტიპენდიო პროგრამა, რომელიც ქართველ სტუდენტებს უნგრეთის უნივერსიტეტებში ხარისხიანი განათლების მიღების შესაძლებლობას აძლევს. დადებითად შეფასდა აქტიური ხალხთაშორისი კონტაქტები და ტურისტების რიცხვის ზრდა, რასაც ქუთაისსა და ბუდაპეშტს შორის მოქმედი პირდაპირი ფრენები უწყობს ხელს. ამ კონტექსტში, კმაყოფილებით აღინიშნა, რომ  მიმდინარე თვიდან, ავიარეისების განხორციელება დაიწყება უკვე თბილისი-ბუდაპეშტის მიმართულებითაც.

მხარეებმა ასევე ისაუბრეს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერების მნიშვნელობაზე და განიხილეს ამ მიმართულებით სამომავლო თანამშრომლობის კონკრეტული გზები.

  
[Error loading the control 'Repeater', check event log for more details]

[DataConnection.HandleError]:

Query:
SELECT TOP 5 * FROM View_CONTENT_News_Joined WHERE [NodeSiteID] = @NodeSiteID AND ((CategoryId=) AND (DocumentID != '19550')) AND ([Published] = @Published AND (NodeAliasPath LIKE N'/News/%') AND [DocumentCulture] = @DocumentCulture) ORDER BY NewsReleaseDate DESC

Caused exception:
Incorrect syntax near ')'.