საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო 1989 წლის 9 აპრილის 30 წლისთავთან დაკავშირებით დიპლომატიური კორპუსის მონაწილეობით ღონისძიებას უმასპინძლებს

 
2019 წლის 9 აპრილს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს უმასპინძლებს  საქართველოს ეროვნული ერთიანობის დღის -1989 წლის 9 აპრილის 30 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე.  
 
ღონისძიების ფარგლებში დიპლომატიური კორპუსისთვის მოხდება ისტორიული მოვლენების პრეზენტაციის გაცნობა, 1989 წლის 9 აპრილის ქრონიკებს გაიხსენებს და შეაფასებს სტრატეგიული გამოკვლევების ცენტრის დირექტორი, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ირაკლი მენაღარიშვილი, ღონისძიების ფარგლებში ასევე გაიმართება 1989 წლის 9 აპრილის მოვლენების ამსახველი საარქივო მასალების ფოტო-გამოფენა. მოწვეულ სტუმრებს ასევე სიტყვით მიმართავს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი.  
 
​1989 წლის 9 აპრილის მოვლენებიდან 30 წელი შესრულდა. ამ დღეს საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისში, რუსთაველის გამზირზე, მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც მშვიდობიანი მოსახლეობის მსხერპლი მოჰყვა.