საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ამერიკის მთავრობის დახმარებით ინსტიტუციური განვითარების პროექტს იწყებს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა სამინისტროსა და აშშ-ს მთავრობის თანამშრომლობით დაგეგმილი პროექტის პრეზენტაცია, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს დიპლომატიური ინსტიტუტის შემდგომ განვითარებასა და გაძლიერებას.

პროექტი რომლის ხანგრძლივობაც ერთი წელია, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს(USAID) ფინანსური მხარდაჭერით „ადამიანური და ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარება 2020 (HICD2020)“ პროექტისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს  ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტის თანამშრომლობით ხორციელდება.
 
შეხვედრის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა მიმართა და აღნიშნა, რომ “პროექტი, რომელიც ამერიკელ პარტნიორებთან ერთად  განხორციელდა დაეხმარება მკვლევარებს, დიპლომატებს, რომლებიც მოღვაწეობენ ამ ინსტიტუტში, დადონ მნიშვნელოვანი, ხარისხიანი პროდუქტი, რომელიც ჩვენი საგარეო პრიორიტეტების განხორციელებაში დაგვეხმარება“, განაცხადა დავით ზალკლაიანმა.
 
პროექტის მნიშვნელობის და მიმდინარეობის შესახებ მოწვეულ სტუმრებთან ასევე ისაუბრეს საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ელიზაბეთ რუდმა და დიპლომატიური ინსტიტუტის დირექტორმა, თინათინ ბრეგვაძემ.  ღონისძიების ფარგლებში გაიმართა დისკუსია ქართველი როგორც მოქმედი, ასევე მომავალი დიპლომატების პროფესიული განვითარების მიმართულებით არსებული საჭიროებებისა და გამოწვევების შესახებ.
 
პროექტის პრეზენტაცია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტის და USAID-ის ერთობლივი ორგანიზებით გაიმართა.