საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო დიპლომატიურ სამსახურში დასაქმების მსურველთათვის ღია კონკურსს აცხადებს

04.03.2019 ქ.თბილისი - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო დიპლომატიურ სამსახურში დასაქმების მსურველთათვის ღია კონკურსს აცხადებს.  
ღია კონკურსის მიზანია სამინისტროს ცენტრალური აპარატის ვაკანტური დიპლომატიური თანამდებობებისა და დიპლომატიური სამსახურის რეზერვის შევსება შესაბამისი განათლების, კვალიფიკაციისა და გამოცდილების მქონე სპეციალისტებით. კონკურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში კანდიდატებს ექნებათ შესაძლებლობა დასაქმდნენ სამინისტროს ცენტრალური აპარატის ვაკანტურ დიპლომატიურ თანამდებობებზე ან ჩაირიცხონ დიპლომატიური სამსახურის რეზერვში.
კონკურსი ცხადდება სამინისტროს ცენტრალური აპარატის შემდეგ ვაკანტურ დიპლომატიურ თანამდებობებზე:
  • საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობათა დეპარტამენტის უცხოური ინვესტიციების მოზიდვისა და ექსპორტის ხელშეწყობის სამმართველოს მრჩეველი (შემდგომში წარიგზავნება როტაციაში საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის (ეკონომიკური ფუნქციებით) თანამდებობაზე);
  • საერთაშორისო სამართლებრივი დეპარტამენტის მრავალმხრივი საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და სამართლებრივი ანალიზის სამმართველოს პირველი მდივანი;
  • საერთაშორისო სამართლებრივი დეპარტამენტის მრავალმხრივი საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და სამართლებრივი ანალიზის სამმართველოს მესამე მდივანი;
  • ევროინტეგრაციის გენერალური დირექტორატის ევროკავშირის დახმარების კოორდინაციისა და სექტორული ინტეგრაციის დეპარტამენტის სექტორული ინტეგრაციის სამმართველოს მესამე მდივანი;
  • ევროინტეგრაციის გენერალური დირექტორატის ევროინტეგრაციის დეპარტამენტის აღმოსავლეთ პარტნიორობის, ევროკავშირთან პოლიტიკის დაგეგმვისა და ანალიზის სამმართველოს ატაშე;
  • ამერიკის დეპარტამენტის ლათინური ამერიკისა და კარიბის ზღვის აუზის ქვეყნების სამმართველოს ატაშე;
  • სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ატაშე;
  • პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტის ატაშე;
  • საკონსულო დეპარტამენტის უცხო ქვეყნების დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებთან მუშაობის სამმართველოს ატაშე. 
კანდიდატები, რომლებიც კონკურსის ყველა ეტაპს წარმატებით გავლიან, მაგრამ არ დაინიშნებიან ვაკანტურ თანამდებობაზე, ჩაირიცხებიან  დიპლომატიური სამსახურის რეზერვში; რეზერვში ჩარიცხულ პირს უფლება ექნებათ მონაწილეობა მიიღოს,  სამინისტროს სისტემაში გამოცხადებული ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად შიდა შერჩევაში,  კვალიფიკაციის შესაბამისად. 

აღსანიშავია, რომ დიპლომატიური სამსახურის რეზერვში ჩარიცხულ პირს უფლება აქვს, რეზერვში ყოფნის პერიოდში ახორციელებდეს ანაზღაურებად საქმიანობას სხვა დაწესებულებაში. დიპლომატიური სამსახურის რეზერვში ყოფნის მაქსიმალური ვადა 5 წელია. 

კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს ყველა იმ მოქალაქეს, რომლებიც დააკმაყოფილებენ საკონკურსო განაცხადებში მითითებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს. 
 
დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა აქვთ, ვაკანტური თანამდებობების, კონკურსის ვადებისა და პროცედურების, ასევე საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილონ საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებულ ვებ-გვერდზე: https://www.hr.gov.ge/

განაცხადების მიიღება მიმდინარეობს   2019 წლის 4 მარტიდან 18 მარტის ჩათვლით საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებულ ვებ-გვერდზე: https://www.hr.gov.ge/