საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მწუხარებას გამოხატავს დიდი ბრიტანეთის ქალაქ მანჩესტერის არენაზე მომხდარი აფეთქების გამო

23.05.2017, თბილისი - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოხატავს 2017 წლის 22 მაისს გაერთიანებული სამეფოს ქალაქ მანჩესტერის არენაზე მომხდარი აფეთქების გამო.

შეძრწუნებულნი ვართ განხორციელებული ბარბაროსული თავდასხმის შედეგად დატრიალებული ტრაგედიით და ამ უმძიმეს წუთებში, სოლიდარობას და მხარდაჭერას ვუცხადებთ ბრიტანელ  ხალხს და ქვეყნის ხელისუფლებას.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მკაცრად გმობს მომხდარ ტერორისტულ აქტს, რომელიც წარმოადგენს სასტიკ დანაშაულს კაცობრიობის წინაშე და მიმართულია  მსოფლიოში მშვიდობის წინააღმდეგ.

საგარეო საქმეთა სამინისტრო უსამძიმრებს დაღუპულთა ოჯახებს, თავდასხმის შედეგად დაშავებულებს კი უსურვებს სწრაფ გამოჯანმრთელებას.