საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება იაპონიაში მომხდარ სტიქიურ უბედურებასთან დაკავშირებით

27.03.2017, თბილისი - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოხატავს მწუხარებას 2017 წლის 27 მარტს იაპონიის ქ. ნასუში (ტოჩიგის პრეფექტურა) სკოლის მოსწავლეების საგაზაფხულო სამთო სწავლების დროს ჩამოწოლილი ზვავის შედეგად გამოწვეული ბავშვების მსხვერპლის და დაშავების გამო.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, თანადგომას უცხადებს იაპონელ ხალხს და უსამძიმრებს სტიქიის შედეგად გარდაცვლილი მოსწავლეების ოჯახებსა და ახლობლებს. დაშავებულებს კი უსურვებს სწრაფ გამოჯანმრთელებას.