საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის დასავლეთ უდაბნოში ოაზის ბაჰარიასთან ეგვიპტელ სამართალდამცავებზე განხორციელებულ ტერორისტულ თავდასხმასთან დაკავშირებით

საქართველო მკაცრად გმობს 2017 წლის 21 ოქტომბერს  ტერორისტების მიერ ელ ვაჰატში ეგვიპტელ სამართალდამცავებზე განხორციელებულ თავდასხმას, რომელსაც ათობით პოლიციელის სიცოცხლე ემსხვერპლა და კიდევ მრავალი დაშავდა. 
 
საქართველო გმობს ტერორიზმის ნებისმიერ გამოვლინებას და მხარს უჭერს ეგვიპტის ხელისუფლების ძალისხმევას, რომელიც მიმართულია სტაბილური და მშვიდობიანი სახელმწიფოს მშენებლობისკენ. გამოვთქვამთ იმედს, რომ აღნიშნულ შემზარავ აქტში დამნაშავეები წარსდგებიან მართლმსაჯულების წინაშე. 
 
საქართველო საგარეო საქმეთა სამინისტრო უსამძიმრებს ეგვიპტის მთავრობასა და ტერაქტის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს, ხოლო დაშავებულებს უსურვებს სწრაფ გამოჯანმრთელებას.
 
ქ. თბილისი, 2017 წლის 22 ოქტომბერი