საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება ინდოეთის რესპუბლიკაში მომხდარ ავტოკატასტროფასთან დაკავშირებით

12.04.2018 ქ.თბილისი - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოხატავს ღრმა მწუხარებას 2018 წლის 9 აპრილს ინდოეთის რესპუბლიკის ჩრდილოეთში, ჰიმაჩალ პრადეშის (Himachal Pradesh) შტატში მომხდარი სასკოლო ავტობუსის კატასტროფის გამო, რომელსაც 30-მდე ადამიანის,  მათ შორის 27 სკოლის მოსწავლის სიცოცხლე ემსხვერპლა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო თანაგრძნობას უცხადებს ინდოეთის რესპუბლიკის მთავრობასა და ინდოელ ხალხს, ასევე დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს.