საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება 2018 წლის 1 მაისს ნიგერიის ფედერაციული რესპუბლიკის ადამავას შტატში განხორციელებულ ტერორისტულ აქტთან დაკავშირებით


 
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს 2018 წლის 1 მაისს ნიგერიის ფედერაციული რესპუბლიკის ადამავას შტატის ქ. მუბიში მდებარე მეჩეთზე  განხორციელებულ ტერორისტულ თავდასხმას, რომელსაც 27 ადამიანი ემსხვერპლა და ათობით დაშავდა.
 
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უსამძიმრებს ნიგერიის მთავრობას, ტერაქტის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს და ნიგერიელ ხალხს, ხოლო ამ საზარელი თავდასხმის დროს დაშავებულებს უსურვებს სწრაფ გამოჯანმრთელებას.
 
საქართველო გმობს ტერორიზმის ნებისმიერ გამოვლინებას და მხარს უჭერს ნიგერიის ფედერაციული რესპუბლიკის ხელისუფლების ძალისხმევას ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში.
 
 
. თბილისი, 2018 წლის 2 მაისი
[Error loading the control 'Repeater', check event log for more details]

[DataConnection.HandleError]:

Query:
SELECT TOP 5 * FROM View_CONTENT_News_Joined WHERE [NodeSiteID] = @NodeSiteID AND ((CategoryId=) AND (DocumentID != '')) AND ([Published] = @Published AND (NodeAliasPath LIKE N'/News/%') AND [DocumentCulture] = @DocumentCulture) ORDER BY NewsReleaseDate DESC

Caused exception:
Incorrect syntax near ')'.