საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება კენიაში „პატელის“ დამბის ნგრევით გამოწვეულ ტრაგედიასთან დაკავშირებით

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოხატავს ღრმა მწუხარებას 2018 წლის 10 მაისს კენიის რესპუბლიკაში „პატელის“ დამბის ნგრევის და წყალდიდობის შედეგად ათობით ადამიანის, მათ შორის მცირეწლოვანთა დაღუპვასთან დაკავშირებით. 

საქართველო თანაგრძნობას უცხადებს კენიის რესპუბლიკის მთავრობას და ხალხს, დაღუპულთა ოჯახებს და ახლობლებს.