საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება ლაოსის სახალხო დემოკრატიულ რესპუბლიკაში კაშხლის ჩამოშლასთან დაკავშირებით

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოხატავს ღრმა მწუხარებას 2018 წლის 24 ივლისს ლაოსის სახალხო დემოკრატიულ რესპუბლიკაში ატაპეუს (Attapeu) ტერიტორიაზე მდებარე სე პიენის (Xe-Pian) ჰიდროელექტროსადგურის კაშხლის ჩამოშლასთან დაკავშირებით, რომელსაც მოჰყვა მსხვერპლი, დაკარგულია 100-ზე მეტი ადამიანი, ხოლო 6600-ზე მეტი მოქალაქე უსახლკაროდ დარჩა.  
 
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, ამ მძიმე წუთებში თანადგომას უცხადებს ლაოსის მოსახლეობას და უსამძიმრებს გარდაცვლილთა ოჯახებსა და ახლობლებს.