საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება ინდონეზიის რესპუბლიკაში მომხდარ მიწისძვრასთან დაკავშირებით

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოხატავს ღრმა მწუხარებას 2018 წლის 5 აგვისტოს, ინდონეზიის რესპუბლიკაში, კუნძულ ლომბოკზე მომხდარი მძლავრი მიწისძვრის შედეგად ასობით ადამიანის გარდაცვალების გამო.   
 
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, ამ მძიმე წუთებში, თანადგომას უცხადებს ინდონეზიელ ხალხს და უსამძიმრებს გარდაცვლილთა ოჯახებსა და ახლობლებს;  დაშავებულებს კი უსურვებს სწრაფ გამოჯანმრთელებას.