საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება ტანზანიაში, ვიქტორიის ტბაში, ჩაძირულ ბორანთან დაკავშირებით

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოხატავს მწუხარებას 2018 წლის 20 სექტემბერს ტანზანიაში, ვიქტორიის ტბაში, ბორნის ჩაძირვასთან დაკავშირებით, რასაც შეეწირა 100-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო თანაგრძნობას უცხადებს ტანზანიის მთავრობას და ხალხს, დაღუპულთა ოჯახებს და ახლობლებს.