საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება ინდოეთის რესპუბლიკის ჯამუ და ქაშმირის შტატში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოთქვამს ღრმა მწუხარებას ინდოეთის რესპუბლიკის ჯამუ და ქაშმირის შტატში 2019 წლის 14 თებერვალს თვითმკვლელი ტერორისტის მიერ განხორციელებული აფეთქების ფაქტთან დაკავშირებით, რომელმაც მრავალი ინდოელი სამხედრო მოსამსახურის სიცოცხლე იმსხვერპლა.

საქართველო მტკიცედ გმობს ტერორიზმის ნებისმიერ გამოვლინებას, რომელსაც არანაირი გამართლება არ აქვს. ამ მძიმე წუთებში, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო თანადგომას უცხადებს ინდოეთის რესპუბლიკის მთავრობას და ინდოელ ხალხს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უსამძიმრებს დაღუპულთა ოჯახებსა და მათ ახლობლებს და სწრაფ გამოჯანმრთელებას უსურვებს დაშავებულებს.