საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება ნეპალის ფედერაციული დემოკრატიული რესპუბლიკის აღმოსავლეთში ვერტმფრენის ჩამოვარდნასთან დაკავშირებით

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოთქვამს ღრმა მწუხარებას, მ.წ. 27 თებერვალს ნეპალის აღმოსავლეთ რეგიონში მომხდარი ავიაკატასტროფის გამო, რომელმაც იმსხვერპლა 7 ადამიანის, მათ შორის, ნეპალის კულტურის, ტურიზმისა და სამოქალაქო ავიაციის მინისტრის, რაბინდრა ადჰიკარის სიცოცხლე.
 
სამინისტრო უსამძიმრებს ამ ტრაგიკული შემთხვევის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს, ნეპალის მთავრობასა და ხალხს, და უცხადებს მათ გულითად თანადგომას ამ მძიმე წუთებში.