საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება ყირიმის უკანონო ანექსიის ხუთი წლისთავთან დაკავშირებით

15.03.2019 - ხუთი წლის წინ, რუსეთის შეიარაღებული ძალების ზეწოლით ყირიმში ჩატარდა უკანონო რეფერენდუმი, რასაც მოჰყვა რუსეთის ფედერაციის მიერ ყირიმის ნახევარკუნძულის და ქალაქ სევასტოპოლის უკანონო ოკუპაცია და ანექსია. ამ ქმედებით, უხეშად დაირღვა საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმები და პრინციპები, გაერო- ქარტია და 1975 წლის ჰელსინკის აქტი, ისევე როგორც უგულვებელყოფილი იქნა უკრაინის კონსტიტუცია და კანონმდებლობა.
 
ხუთი წლის შემდეგაც, რუსეთის ფედერაცია კვლავ აგრძელებს აგრესიულ და უკანონო ქმედებებს უკრაინის წინააღმდეგ. კვლავ ოკუპირებულია ყირიმის ნახევარკუნძული და ქალაქი სევასტოპოლი, ასევე უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონების ნაწილი. უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე სახეზეა ადამიანის უფლებათა და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმების არაერთი უხეში დარღვევა.
 
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ გმობს რუსეთის ფედერაციის მიერ ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკისა და ქალაქ სევასტოპოლის უკანონო ოკუპაციას და ანექსიას და უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ძალისმიერი შეცვლის მცდელობას, რაც ჩვენ ქვეყანას საკუთარ თავზე აქვს გამოცდილი. ოკუპაციისა და ანექსიის ეს პრაქტიკა სერიოზულ საფრთხეს უქმნის საერთაშორისო უსაფრთხოებას, მშვიდობასა და სტაბილურობას. დღეს, როგორც არასდროს, უმნიშვნელოვანესია საერთაშორისო თანამეგობრობის მტკიცე, კონსოლიდირებული პოზიცია, რათა თავიდან ავიცილოთ შეიარაღებული კონფლიქტის ესკალაცია, წინ აღვუდგეთ სუვერენული სახელმწიფოების წინააღმდეგ მიმდინარე აგრესიას და უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების ამოქმედებით შევძლოთ ადგილზე მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო კვლავ ადასტურებს უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე და უპირობო მხარდაჭერას, მის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში.
 
 
 
 
[Error loading the control 'Repeater', check event log for more details]

[DataConnection.HandleError]:

Query:
SELECT TOP 5 * FROM View_CONTENT_News_Joined WHERE [NodeSiteID] = @NodeSiteID AND ((CategoryId=) AND (DocumentID != '')) AND ([Published] = @Published AND (NodeAliasPath LIKE N'/News/%') AND [DocumentCulture] = @DocumentCulture) ORDER BY NewsReleaseDate DESC

Caused exception:
Incorrect syntax near ')'.