საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება მოზამბიკის, მალავის და ზიმბაბვეს რესპუბლიკებში მომხდარ სტიქიურ უბედურებებთან დაკავშირებით

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოხატავს ღრმა მწუხარებას 2019 წლის 14-15 მარტს ტროპიკული ციკლონი „იდაით“ გამოწვეული სტიქიური უბედურებების გამო, რომლის შედეგად მოზამბიკის, მალავის და ზიმბაბვეს რესპუბლიკებში დაღუპულია და უგზოუკვლოდ დაკარგულად ითვლება 1 000-მდე ადამიანი, ხოლო დაზარალებულთა რაოდენობა აჭარბებს 2.5 მლნ. ადამიანს.  

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო თანაგრძნობას უცხადებს მოზამბიკის, მალავის და ზიმბაბვეს რესპუბლიკების მთავრობებს და ხალხს, დაღუპულთა ოჯახებს და ახლობლებს.
 
თბილისი
2019 წლის 20 მარტი