საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება ერაყის რესპუბლიკის ქ. მოსულთან ახლოს მდინარე ტიგროსზე ბორანის ჩაძირვასთან დაკავშირებით


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოხატავს მწუხარებას 2019 წლის 21 მარტს ერაყის რესპუბლიკის ქ. მოსულთან ახლოს მდინარე ტიგროსზე ბორანის ჩაძირვასთან დაკავშირებით, რასაც შეეწირა 90-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე, მათ შორის ქალების და ბავშვების.
 
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო თანაგრძნობას უცხადებს ერაყის მთავრობას და ხალხს, დაღუპულთა ოჯახებს და ახლობლებს და დაშავებულებს უსურვებს სწრაფ გამოჯანმრთელებას.
. თბილისი, 2019 წლის 22 მარტი