საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით

25.03.2019 - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოხატავს ღრმა მწუხარებას 2019 წლის 21 მარტს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის . იანჩენის (Yancheng City) ინდუსტრიულ პარკში განთავსებულ ქიმიურ ქარხანაში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით, რომელსაც მოჰყვა მსხვერპლიდაიღუპა 47 და დაშავდა 90 ადამიანი.
 
ამ მძიმე წუთებში, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო თანადგომას უცხადებს ჩინეთის მოსახლეობას და უსამძიმრებს გარდაცვლილთა ოჯახებსა და ახლობლებს.
 
თბილისი, 2019 წლის 25 მარტი