საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება შრი-ლანკის დემოკრატიულ სოციალისტურ რესპუბლიკაში მომხდარ ტერორისტულ აქტებთან დაკავშირებით

22.02.2019 - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოთქვამს ღრმა მწუხარებას შრი-ლანკის დემოკრატიული სოციალისტური რესპუბლიკის (Democratic Socialist Republic of Sri Lanka) დედაქალაქ კოლომბოსა (Colombo) და ქალაქებში ბატიკალოასა (Batticaloa) და ნეგომბოში (Negombo) 2019 წლის 21 აპრილს თვითმკვლელი ტერორისტების მიერ განხორციელებულ შემზარავ ტერორისტულ აქტებთან დაკავშირებით, რომელის შედეგადაც 290 ადამიანი დაიღუპა და 500-მდე დაშავდა. ჩვენ შეძრწუნებულნი ვართ ტრაგედიის მასშტაბით და ტერორისტთა მხრიდან ჩადენილი ბარბაროსობით, რაც წარმოადგენს უმძიმეს დანაშაულს მთლიანად ცივილიზებული სამყაროს წინააღმდეგ.
 
საქართველო მტკიცედ გმობს ტერორიზმის ნებისმიერ გამოვლინებას, რომელსაც არანაირი გამართლება არ აქვს. ამ მძიმე წუთებში, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო თანადგომას უცხადებს შრი-ლანკის დემოკრატიული სოციალისტური რესპუბლიკის მთავრობას და შრი-ლანკელ ხალხს, უსამძიმრებს დაღუპულთა ოჯახებსა და მათ ახლობლებს, ხოლო დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას უსურვებს.