საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება საუდის არაბეთში ნავთობის გადასატუმბ სადგურზე მომხდარ ტერორისტულ აქტთან დაკავშირებით

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოხატავს შეშფოთებას მიმდინარე წლის 14 მაისს  საუდის არაბეთში, აღმოსავლეთ-დასავლეთის მილსადენზე ნავთობის გადასატუმბ ორ სადგურზე განხორციელებულ თავდასხმასთან დაკავშირებით.

 
საგარეო საქმეთა სამინისტრო ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ ტერორისტული აქტი განხორციელდა ისეთ მნიშვნელოვან პროექტზე, რომელსაც სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს მსოფლიო ეკონომიკისათვის. აღნიშნულმა შეიძლება გამოიწვიოს ვითარების შემდგომი ესკალაცია, რაც ძალზე უარყოფითად აისახება რეგიონში არსებულ  რთულ ვითარებაზე.
 
სამინისტრო გამოთქვამს იმედს, რომ ერთობლივი ძალისხმევით ახლო მომავალში  შესაძლებელი გახდება დაზიანებული ობიექტის აღდგენა და ვითარების დეესკალაცია.