საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება დროებით ოკუპირებულ ყირიმის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ქალაქ სევასტოპოლში უკანონო არჩევნების თაობაზე

8.09.2019 - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო არ ცნობს 2019 წლის 8 სექტემბერს, უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე ყირიმის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ქალაქ სევასტოპოლში რუსეთის ფედერაციის მიერ ორგანიზებულ უკანონო „ადგილობრივ არჩევნებს“, რაც გახლავთ საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმებისა და პრინციპების უხეში დარღვევა და უკრაინის  სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის უგულველყიფა. ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკა და ქალაქი სევასტოპოლი გახლავთ  უკრაინის განუყოფელი ნაწილი.

საქართველო კიდევ ერთხელ აფიქსირებს მკაფიო მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.