საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, ადასტურებს რა, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში  აზერბაიჯანის რესპუბლიკის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას, არ ცნობს,  2019 წლის 8 სექტემბერს მთიან ყარაბაღში გამართულ ე.წ. ,,ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებს“ და მათ შედეგებს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ემხრობა კონფლიქტის მშვიდობიან დარეგულირებას საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და პრინციპების სრული დაცვით, საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართულობის გზით.