საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, ადასტურებს რა, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში აზერბაიჯანის რესპუბლიკის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას, არ ცნობს, 2019 წლის 8 სექტემბერს მთიან ყარაბაღში გამართულ ე.წ. ,,ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებს“ და მათ შედეგებს.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ემხრობა კონფლიქტის მშვიდობიან დარეგულირებას საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და პრინციპების სრული დაცვით, საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართულობის გზით.