საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება საუდის არაბეთის ნავთობის ეროვნული კომპანია “Saudi Aramco”-ს კუთვნილ უმსხვილეს ნავთობტერმინალსა და ნავთობის გადამამუშავებელ კომპლექსზე განხორციელებულ თავდასხმასთან დაკავშირებით

აქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს მიმდინარე წლის 14 სექტემბერს  საუდის არაბეთის ნავთობის კომპლექსებზე თავდასხმას და მიიჩნევს, რომ მიუღებელია ტერორიზმისა და ექსტრემიზმის ნებისმიერი გამოვლინება, რაც დაპირისპირების ესკალაციას უწყობს ხელს და უარყოფითად აისახება რეგიონში მშვიდობასა და სტაბილურობაზე.