საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება იაპონიაში მომხდარ სტიქიურ უბედურებასთან დაკავშირებით

 
15.10.2019 - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოხატავს იაპონიაში დამანგრეველი ტაიფუნ ჰაგიბისის შედეგად, ათეულობით ადამიანის გარდაცვალების და მნიშვნელოვანი მატერიალური ზარალის გამოწვევის გამო.

სამინისტრო თანადგომასა და გულწრფელ სამძიმარს უცხადებს სტიქიური უბედურების შედეგად დაღუპულთა ოჯახებს, ხოლო დაზარალებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას უსურვებს.