საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება ბოლო დღეებში ღაზას სექტორსა და ისრაელის სახელმწიფოს შორის სიტუაციის ესკალაციასთან დაკავშირებით

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო შეშფოთებით ადევნებს თვალყურს  უკანასკნელ დღეებში ღაზას სექტორში და სამხრეთ ისრაელში განვითარებულ მოვლენებს. გამოვხატავთ ღრმა მწუხარებას განხორციელებული სარაკეტო თავდასხმების შედეგად მშვიდობიან მოსახლეობას შორის  დაღუპულთა და დაზარალებულთა გამო.

საქართველო მკაცრად გმობს ტერორიზმის, ექსტრემიზმისა და ძალადობის ნებისმიერ გამოვლინებას, რომელიც მიმართულია მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში.

საგარეო საქმეთა სამინისტრო იმედს გამოთქვამს, რომ გადაიდგმება ყველა აუცილებელი ნაბიჯი ვითარების შემდგომი ესკალაციის თავიდან ასაცილებლად და მშვიდობის შესანარჩუნებლად რეგიონში.