საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება მთიანი ყარაბაღის რეგიონში გამართული ე.წ. რეფერენდუმის შესახებ

20.02.2017 თბილისი - საქართველო არ აღიარებს მთიანი ყარაბაღის ე.წ. დამოუკიდებლობას, შესაბამისად არ აღიარებს 2017 წლის 20 თებერვალს მთიან ყარაბაღში ჩატარებულ ე.წ. რეფერენდუმს და/ან მის შედეგებს.
 
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მიიჩნევს, რომ უნდა გაგრძელდეს დიალოგი მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების მიზნით საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და პრინციპების დაცვით.​