საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტის კომენტარი

6.05.2017 თბილისი - ​საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო წლებია მუშაობს კომპანია Booking.com - თან. 

ამ  ძალისხმევის შედეგად, ვებგვერდის 40-მდე სხვადასხვა ენოვან ვერსიაში search-ის ფუნქციაში ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონსა და მის ყველა ქალაქს გვერდით საქართველო მიეთითა. ეს ფუნქცია გასასწორებელი დარჩა მხოლოდ რამდენიმე ენაზე. კომპანიასთან მუშაობის შედეგად, ახლახანს შევთანხმდით, რომ კიდევ ერთხელ გადაიხედება ვებგვერდის ყველა ტექნიკური ხარვეზი, რაც აფხაზეთის, როგორც ქვეყნის რაიმე ფორმით ხსენებას უკავშირდება, და გასწორდება საერთაშორისო სამართლის შესაბამისად. 
 
ამავე მიმართულებით  ვმუშაობთ კომპანია Airbnb-თანაც. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მუშაობს ყველა შემთხვევაზე, როცა ამა თუ იმ ვებგვერდზე საქართველოს ოკუპირებული რეგიონები მოცემულია ქვეყნების ჩამონათვალში. უმეტეს შემთხვევებში ეს არის ტექნიკური ხარვეზი. სწორედ ამიტომ ყველა იმ შემთხვევაში, როცა უწყება უკავშირდებაკომპანიებს, ისინი ასწორებენ  ვებგვერდზე არსებულ ხარვეზებს. ცხადია, არ იგულისხმება რუსული ვებგვერდები. ​

პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტი