საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი ქ. ბრატისლავაში ეუთო-ს მინისტერიალის ფარგლებში პოლონელ კოლეგას იაცეკ ჩაპუტივიჩს შეხვდა

05.12.2019 ბრატისლავა- მინისტრებმა მიმოიხილეს ორმხრივი ურთიერთიბის დღის წესრიგი. დადებითად შეფასდა ქვეყნებს შორის თანამშრომლობის მიმდინარეობა, მაღალი დონის ვიზიტების გაცვლა და ასევე ურთიერთმხარდაჭერა.

ქართულმა მხარემ ხაზი გაუსვა პოლონეთის მხარდაჭერის მნიშვნელობას როგორც ორმხრივ ასევე მრავალმხრივ ფორმატებში და მადლობა გადაუხადა პოლონეთს მათ შორის ეუთოს ფარგლებში საქართველოს აქტიური მხარდაჭერისთვის.

მინისტრებმა ისაუბრეს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ბოლო განვითარებებზე  და დაგმეს ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო დაკავების ფაქტი. მინისტრებმა გამოთქვეს მზადყოფნა მომავალშიც აქტიურად ითანამშრომლონ როგორც ორმხრივი სტრატეგიული პარტნიორობის განსამტკიცებლად,  ასევე საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური დღის წესრიგის და მიზნების რეალიზაციისთვის.