საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული გიორგი ზურაბაშვილი ირლანდიის სოფლის განვითარების მინისტრს მაიკლ რინგს შეხვდა

18.04.2019 ირლანდია- ირლანდიაში საქართველოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა გიორგი ზურაბაშვილმა შეხვედრა გამართა ირლანდიის სოფლის განვითარების მინისტრთან  მაიკლ რინგთან.
 
მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და ირლანდიას შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის არსებულ შესაძლებლობებზე და ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი განმტკიცების აუცილებლობაზე.
 
გიორგი ზურაბაშვილმა ირლანდიელ მინისტრს აცნობა ქვეყანაში განხორციელებული წარმატებული რეფორმების შესახებ, რაც ემსახურება ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას და მის დაახლოებას ევროპულ ოჯახთან. ასევე, ისაუბრა ქართული პროდუქციის საექსპორტო პოტენციალზე და ბაზრების დივერსიფიკაციის აუცილებლობაზე. მან მადლობა გადაუხადა ირლანდიის მთავრობის წარმომადგენელს მტკიცე მხარდაჭერისთვის და ხაზგასმით აღნიშნა, რომ აუცილებელია, გაგრძელდეს აქტიური მუშაობა სექტორული თანამშრომლობის განვითარებისა და სავაჭრო ბრუნვის გაზრდის კუთხით.
 
შეხვედრაზე მაიკლ რინგმა განაცხადა, რომ ირლანდიის ინტერესი საქართველოსადმი მზარდია. მან მზაობა გამოხატა თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების მიზნით, ირლანდიის გამოცდილების გაზიარებისა და შესაძლო  ერთობლივი პროექტების ინიცირებასთან დაკავშირებით. შეხვედრაზე ხაზი გაესვა, რომ სოფლად ცხოვრების პირობების გაუმჯობესებისთვის  აუცილებელია სოფლის მეურნეობის მდგრადი განვითარება, ახალი შესაძლებლობების და ინიციატივების შეთავაზება სოფლის და რეგიონის მოსახლეობისთვის. მაიკლ რინგმა ხაზი გაუსვა, რომ ირლანდიის მთავრობა მიესალმება საქართველოს  პროგრესს ევროპული ინტეგრაციის გზაზე.
[Error loading the control 'Repeater', check event log for more details]

[DataConnection.HandleError]:

Query:
SELECT TOP 5 * FROM View_CONTENT_News_Joined WHERE [NodeSiteID] = @NodeSiteID AND ((CategoryId=) AND (DocumentID != '')) AND ([Published] = @Published AND (NodeAliasPath LIKE N'/News/%') AND [DocumentCulture] = @DocumentCulture) ORDER BY NewsReleaseDate DESC

Caused exception:
Incorrect syntax near ')'.